“Chickenfoot”-ის ახალი ალბომი

“Chickenfoot”-ის ახალი ალბომი

ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, ჯგუფმა “Chickenfoot”-მა რიგით მეორე სტუდიერ ჩანაწერზე მუშაობა დაასრულა. ახალი ალბომი გაყიდვაში მიმდინარე წლის 27 სექტემბერს გამოვა. მიუხედავად იმისა რომ ეს ნამუშევარი ამ სუპერჯგუფის ისტორიაში მხოლოდ მეორეა, მან “Chickenfoot III”-ის დასახელება მიიღო.

 

ამ ალბომში შემდეგი ათი კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.

 

1. “Last Temptation”

 

2. “Alright, Alright”

 

3. “Different Devil”

 

4. “Up Next”

 

5. “Lighten Up”

 

6. “Come Closer”

 

7. “Three and a Half Letters”

 

8. “Big Foot”

 

9. “Dubai Blues”

 

10. “Something Going Wrong”

 

ჯგუფი “Chickenfoot” 2009 წლის აპრილში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიან ვარსკვლავური სტატუსის მქონე შემდეგი მუსიკოსები: “Red Hot Chili Peppers”-ის მედოლე ჩად სმიტი, “Van Hallen”-ის ყოფილი წევრები, ვოკალისტი სემი ჰაგარდი და ბას გიტარისტი მაიკლ ენტონი და ვირტუოზი გიტარისტი ჯო სატრიანი.

 

ამ ჰარდ-როკ ჯგუფმა სადებიუტო ალბომი “Chickenfoot I” 2009 წლის ოქტომბერში გამოუშვა.