ბრიტანეთში 210 ათას დოლარად გაყიდული ნახატი ყალბი აღმოჩნდა

ბრიტანეთში 210 ათას დოლარად გაყიდული ნახატი ყალბი აღმოჩნდა

დიდ ბრიტანეთში 2006 წელს გაყიდული ნახატი, რომელიც მფლობელს ბრიტანელი მხატვრის, უილიამ ნიკოლსონის ეგონა, ყალბი აღმოჩნდა. ამის შესახებ BBC წერს. 

მყიდველმა მასში $210 ათასი გადაიხადა და 2011 წლამდე ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ნახატი ნიკოლსონის მიერ  იყო შესრულებული. 2011 წელს ნიკოლსონის ნამუშევრების კატალოგი გამოიცა, სადაც მყიდველმა ვერ აღმოაჩინა ის ნამუშევარი, რომელიც მან შეიძინა. ხანგრძლივმა ექსპერტიზამ დააგინა, რომ ნახატი უილიამ ნიკოლსონს არ დაუხატავს. 

უილიამ ნიკოლსონი 1872 წელს დიდ ბრიტანეთში დაიბადა და 1949 წელს გარდაიცვალა. ის საბავშვო წიგნების ილუსტრატორიც იყო და ხეზეც მუშაობდა.