,,დავიტანჯე ზურაბიშვილის ჩიქორთული ქართულით”

,,დავიტანჯე ზურაბიშვილის ჩიქორთული ქართულით”

თაკო ჩარკვიანი პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შემდეგი სახის მოსაზრებას აქვეყნებს:

,,საპრეზიდენტო კანდიდატ ზურაბიშვილს ვუსმენდი. გულწრფელად, ყოველგვარი ქილიკის გარეშე ვამბობ – დავიტანჯე მოსმენით. მართლა გაბედვაა, ამ ,,ჩიქორთული” ქართულით ამ ქვეყნის პრეზიდენტობა გინდოდეს.

ჰოდა, ქართული რომ არ იცის ამ კანდიდატმა, მისი აზრით, ომი საქართველომ დაიწყო თავის ტერიტორიაზე, ორბელიანის სასახლე უფრო უხდება ქალს და ბევრი ამდაგვარი ,,ამბიციური სისულელის” გამო, ვერასოდეს გახდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც (საქართველოს მოსახლეობის აზრით და მსოფლიო თანამეგობრობის აზრით) ომი არ დაუწყია! ეს რომ გაიგო, იცოდე და თქვა, ამას ქართულის ცოდნა არ სჭირდება – ქვეყნის სიყვარული და სახელმწიფოებრივი აზროვნება ჰქვია ამას!“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.