მედიაგამოცემა ტაბულას დამფუძენებლი თამარ ჩერგოლეიშვილი, ღამის კლუბ “ბასიანი”-ს მოსკოვში გასამართ და შემდგომში გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟზე სოციალურ ქსელში წერს.
“არ ცხრება ისტერიკა და ამიტომ, კიდევ რამდენიმე სიტყვა “წმინდა მუზარადის ორდენის” შესახებ:
1. ბრიყვი თუ არ ხარ, უნდა მიხვდე, რომ მოსკოვში მუსიკოსების წასვლას და დაკვრას რეაქცია მოყვება და მზად უნდა იყო, მითუმეტეს თავისუფლების ქომაგობაზე პრეტენზიის მქონე ჯგუფის მხრიდან.
2. თუ გჯერა, რომ მართალი ხარ, სინამდვილეში ბოროტებასთან საბრძოლველად მიდიხარ და რეჟიმის საწინააღმდეგო გზავნილი
გაქვს, უკან არ უნდა დაიხიო, როცა დაიტუქსები. ალბათ 26 მაისსაც რეჟიმი ამხილეს მუსიკით – იმედია მედიას მოუყვებიან. გამიხარდება.
3. უკან დახევა არავის სიამოვნებს, ამ პროცესით გამოწვეული ბრაზიც გასაგებია – ისიც მესმის, რატომ შეიძლება ვიღაცამ, ან რაღაცამ განსაკუთრებით გაგაბრაზოს და შურისძიებაც მოგინდეს – ვის არ მოსვლია?
მაგრამ რა წმინდა მუზარადი? ფუნდამენტალიზმი ტრადიციულ ინსტიტუტებში არ გვეყოფა? შარლი ებდოს ტერაქტის ავტორთა და შემსრულებელთა მოტივაცია განსხვავებული კი არ ყოფილა – მათ სიმბოლოებს შეურაცხყოფდა. რა შავი სია? გასაგებია, რომ ვისაც გინდა შეუშვებთ, თქვენია, მაგრამ ეგ რა საკადრებელია?
4. საინტერესოა როდის იყავით გულწრფელი, როდესაც ფაშისტებთან ხიდჩატეხილობაზე წუხდით, თუ როდესაც აბზიანიძეს ბლოკავდით და ის, არა თქვენი პირადი სივრციდან, არამედ კერძო, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილიდან გააძევეთ მხოლოდ იმიტომ, რომ “წმინდა მუზარადი” შეურაცხყო.
ფაშისტებივით ალყაში კი არ მოუქცევიხართ, ცემით კი არ დაგმუქრებიათ (ავტობუსებით ვისაც გაერიდეთ) – დაგცინათ, უბრალოდ, დაგცინათ.
არ ვიცი – შეიძლება ორკების გეშინიათ და ვერ ბლატაობთ იმათთან, აბზიანიძის – არა.
ჭკუა რომ გქონდეთ, პირიქით იქნებოდა.
6. როცა ასეთ ვითარებაში ამოყოფ თავს, სხვისთვის ტალახის სროლა არ გიშველის – რა გაზპრომი და ტაბულა? ბარემ “tkve mandatebis qurdebo 55555 mihas ratom uhalatet” წერეთ.
თქვენს მუსიკაზე copyright-ი იყიდა რომელიღაც რუსულმა არხმა და ამას მოყვა პროტესტი? დებილის გარდა, ეს არგუმენტად ვინ უნდა გამოიყენოს? ჩარლი ჩაპლინის კინოს რომ აჩვენებდნენ ესესერში, იგივე იყო, ჩაპლინს რომ ერბინა მოსკოვის მერიის მხარდაჭერით მოწყობილ ფესტივალებზე? თავს ნუ იჭრით და საქციელს ბოლომდე ნუ კარგავთ, სირცხვილია.”– წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქში.