რა შემთხვევაში კარგავს მოქალაქე მემკვიდრეობის უფლებას

რა შემთხვევაში კარგავს მოქალაქე მემკვიდრეობის უფლებას

მემკვიდრეობის მისაღებად მემკვიდრეებმა მემკვიდრის გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში, უნდა მიმართონ ნებისმიერ ნოტარიუსს და მოითხოვონ სამკვიდროს გახსნა.

სამკვიდროს გახსნისას დგინდება ქონდა თუ არა შედგენილი მამკვიდრებელს ანდერძი. მამკვიდრებელს ქონება ანდერძით შეუძლია გადასცეს როგორც კანონით მემკვიდრეებს, ასევე სხვა პირებსაც. ამის შესახებ დეტალებზე ვებგვერდი myadvokat.ge-ი წერს.

რაც შეეხება სამკვიდროს გაცემის წესს, იურისტები განმარტავენ, რომ როცა სახეზეა როგორც კანონით, ასევე ანდერძით მემკვიდრეები, ასეთ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს სავალდებულო წილს, რომელსაც მიიღებენ კანონით მემკვიდრეები, ვისაც ანდერძით მამკვიდრებელმა ქონებიდან წილი არ დაუტოვა. სავალდებულო წილი გულისხმობს, რომ გარდაცვლილი პირის კანონით მემკვიდრეები, პროპორციულად მიიღებენ სამკვიდრო მასიდან იმ ქონების ნახევარს, რომელიც ანდერძის არარსებობის შემთხვევაში შეეძლოთ მიეღოთ.

აქვე აღსანიშნავია, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდრო ქონების მიღება იწვევს გარდაცვლილი პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაკისრებასაც შესაბამისი პროპორციულობით. ასე რომ, შესაძლებელია მემკვიდრეობის სახით მიღებული ქონება გარდაცვლილი პირის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დასაფარად გამოიყენონ. ასეთ ვითარებაში, მამკვიდრებელს იცავს კანონი და იგი გარდაცვლილი პირის ვალდებულების გამო, პასუხს აგებს მხოლოდ მიღებული სამკვიდრო ქონების ფარგლებში.

იმ პირობებში, როცა საქმე მემკვიდრეობას ეხება, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ ყურადღება გაამახვილოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებზე, განსაკუთრებით კი მემკვიდრეობითი სამართლით განსაზღვრულ ვადებზე, რომელიც არსებითი მნიშვნელობისაა სამკვიდრო ქონების მამკვიდრებლიდან მემკვიდრეებზე გადაცემის პროცესში, ვინაიდან, თუ მემკვიდრეებმა კანონით დადგენილ ვადაში არ გამოხატეს ნება სამკვიდროს მიღებაზე, შემდგომში ისინი კარგავენ მემკვიდრეობის მიღების უფლებას. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, უმჯობესია მიმართოთ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადვოკატს, რომლის დახმარებითაც შეძლებთ სამართლებრივი მოქმედებები განახორციელოთ კანონის შესაბამისად.

ამასთან, იურისტები განმარტავენ, ვის აქვს უფლება ანდერძის არარსებობის შემთხვევაში მემკვიდრეობის სავალდებულო წილი მოითხოვოს.