აფახაზეთში ჩასული „ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები“ რუსეთში მოსწავლე ნიგერიელი სტუდენტების ნაკრები აღმოჩნდა თამარ შუკვანი

აფახაზეთში ჩასული „ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები“ რუსეთში მოსწავლე ნიგერიელი სტუდენტების ნაკრები აღმოჩნდა თამარ შუკვანი

გასულ კვირას აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, 8 აგვისტოს სოხუმში ე.წ. აფხაზეთისა და ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრებები გამართავდნენ ამხანაგურ შეხვედრას. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციას ფიფა-ს დაუკავშირდა და სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფიფა-მ განმარტა, რომ მონაცემთა ბაზაში ნიგერიის ახალგაზრდულ ნაკრების შესაძლოა თამაშზე  არ იძებნება არანაირი ინფორმაცია. ფიფა-ს ოფიციალური წარმომადგენელი ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, სადაც ინფორმაცია ნიგერიის რომელიმე ასაკობრივი ნაკრების სოხუმში ჩასვლის თაობაზე ოფიციალურად უარყვეს.

ამის საპასუხოდ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავადაც მიმართა ფიფა-ს და მოითხოვა, რომ შეფასება მიეცათ საქართველოს ფეხბურთი ეფედერაციის ქმედებისათვის და განემარტათ, რამდენად შეესაბამება ქართველების ეს ქმედება ფეხბურთში პოლიტიკის ჩაურევლობის საკვანძო პოლიტიკას. თუმცა, ამ მიმართვაზე სოხუმში პასუხი არ მიუღიათ. 

დაანონსებული მატჩი სოხუმში მაინც შედგა და იგი ე.წ. აფხაზეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა 4:0 მოიგო. თუმცა, იგივე აფხაზური მედიიდან გაირკვა, რომ ეს იყო ახა ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრები, არამედ რუსეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ნიგერიელი სტუდენტებისაგან შემდგარი გუნდი, რომელსაც რუსეთ-ნიგერიის სპორტული ასოციაციის თავჯდომარე ვადიმ ბოიკო ხელმძღვანელობს.