ამერიკელმა სიზმარში ნანახი ციფრებით ლატარიაში მილიონი დოლარი მოიგო

ამერიკელმა სიზმარში ნანახი ციფრებით ლატარიაში მილიონი დოლარი მოიგო

ნიუ-იორკის შტატში მცხოვრებმა მერი უილსონმა ლატარიის ბილეთზე სიზმარში ნანახი ციფრები მონიშნა და მილიონი დოლარის მფლობელი გახდა. ამის შესახებ UPI წერს. 

ქალს ეს ციფრები მრავალი წლის წინ დაესიზმრა. მას სჯეროდა, რომ ისინი წარმატებას მოუტანდა და ლატარიის ბილეთის შევსებისას სულ ამ ციფრებს იყენებდა.

საბოლოოდ, 6-დან 5 ციფრი დაემთხვა და ის მეორე კატეგორიის გამარჯვებული გახდა.