ინტელექტი ბავშვს გენეტიკურად დედისგან გადაეცემა და არა მამისგან

ინტელექტი ბავშვს გენეტიკურად დედისგან გადაეცემა და არა მამისგან

დედის გენეტიკა განსაზღვრავს , თუ რამდენად ჭკვიანები იქნებიან მისი შვილები, მამები კი არაფერ შუაში არიან.
ამის შესახებ გამოცემა „ინდეფენდენთი“ მეცნიერების კვლევაზე დაყრდნობით წერს.

მკვლევარების თქმით, ინტელექტის გენს X ქრომოსომა ატარებს. ქალები ორი X ქრომოსომის მატარებლები არიან, კაცები – ერთის.

გარდა ამისა, როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მამისგან გადმოცემული ინტელექტი, შესაძლოა, ავტომატურად გაქრეს.

როგორც აღმოჩნდა, დედის გენი პირდაპირ თავის ტვინის ქერქში მიდის, მამის კი ლიმბურ სისტემაში.

ლაბორატორიული კვლევები გენეტიკურად მოდიფიცირებულ თაგვებზე ჩატარდა.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თაგვებს, რომლებსაც დედის გენების გადაჭარბებული დოზა ჰქონდათ უფრო დიდი თავი და ტვინი ჰქონდათ, მამის გენების დიდი დოზით კი – უფრო პატარა ტვინი და დიდი სხეული.

მეცნიერებმა თაგვების ტვინის 6 სხვადასხვა ნაწილში გამოყვეს უჯრედები, რომლებიც შეიცავდნენ მხოლოდ დედის, ან მხოლოდ მამის გენებს. ეს უჯრედები კი აკონტროლებდნენ სხვადასხვა კოგნიტურ ფუნქციას, ჭამის ჩვევებს, მეხსიერებას და ა.შ.

უჯრედები მამის გენით მოქცეული იყო ლიმბურ სისტემაში, რომელიც ჩართულია ისეთ ფუნქციებში, როგორიცაა სექსი, ჭამა და აგრესია, თუმცა მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს მამის გენების შემცველი უჯრედები თავის ტვინის ქერქში, რომელიც უფრო მეტ კოგნიტურ ფუნქციას აკონტროლებს – მაგალითად, ფიქრი, მეტყველება, დაგეგმვა და სხვა...

ბუნებრივია, შესაძლოა, ადამიანის გენი თაგვისგან განსხვავდება, ამიტომაც გლაზგოელმა მკვლევარებმა ინტელექტის შესწავლის უფრო „ადამიანურ“ გზას მიმართეს. გამოიკითხეს 1994 წლიდან დაბადებული 14-იდან 22 წლამდე 12 686 ახალგაზრდა. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინების მიუხედავად, მათ შორის – მონაწილეების განათლებისა და მათი სოციო-ეკონომიკური სტატუსის, მკვლევარების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ინტელექტის მთავარი გადამცემი მათთვის დედა იყო.

გარდა ამისა, ბუნებრივია, მხოლოდ გენეტიკა არ არის ინტელექტის ერთადერთი განმსაზღვრელი. მემკვიდრეობითია მხოლოდ 40 დან 60 %-მდე, დანარჩენი დამოკიდებულია გარემოზე, სტიმულირებაზე და პიროვნულ თვისებებზე.

გენეტიკის გარდა, დედები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვის ჩამოყალიბებაში, რაც ემოციურ კავშირსა „უსაფრთხოების შეგრძნებაში“ გამოიხატება.

ვაშინტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა განაცხადეს, რომ დედა-შვილს შორის ემოციური კავშირი და დაცულობის შეგრძნება, ტვინის ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

მკვლევარები 7 წლის განმავლობაში აკვირდებოდბებ დედა-შვილებს და დაადგინეს, რომ იმ ბავშვები, რომლებსაც ძლიერი ემოციური კავშირი ჰქონდათ დედებთან , ჰიპოკამპა 10%-ით დიდი ჰქონდათ, ვიდრე იმ ბავშვებს, რომლებიც დედებთან ნაკლები კავშირი ჰქონდათ. ჰიპოკამპი არის ტვინის არე, რომელიც განსაზღვრავს მეხსნიერებას, სწავლის უნარსა და სტრესთან გამკლავებას.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამების როლი უმნიშვნელოა. ყველა სხვა უნარი თუ თვისება, როგორიცებიაა ინსტიქტები, ემოციები ბავშვს მამისგან გადაეცემა, ასევე მამის მიერ მემკვიდრეობით გადაცემულმა გენმა შესაძლოა ინტელექტის სრულაიდ განსაკუთრებული კარი გააღოს.

ასე, რომ მამებო, ნუ იდარდებთ.