მესამე წელია, რაც ზაფხულის ტურისტული სეზონის მუსიკალური ეპოცენტრია შეკვეთილში აშენებულ „ბლექ სი არენა“. 10 ათას ადამიანზე გათვლილი დარბაზი საშუალებას იძლევა, მსოფლიო დონის ვარსკვლავებს მაღალ დონეზე უმასპინძლოს. „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში არაერთი მოწვეული ვარსკვლავია, რომელთაც ინდივიდუალური ვარსკვლავური მოთხოვნები აქვთ რაზეც „ბლექ სი არებას“ გენერალური დირექტორი ანი კევლელიშვილი და მისი გუნდი ზრუნავს.
„აეროსმიტის“ კულისები ძალიან საინტერესო ოყო. მათი მოთხოვნების ყველაზე უცნაური დეტალი შვეიცარიული ყველი იყო, რომელიც საქართველოში არ არის, ძალიან მალფუჭებადი პროდუქტია, მაგრამ მაინც დავახვედრეთ. ალკოჰოლთანა დაკავშირებიტაც ჰქონდათ ძალიან დიდი სია, ძირითადად ისეთი ბრენდები რომლებიც საქართველოში არ შემოდის და მენეჯმენტს მოუწია ჩანაცვლება რაზეც დაგვთანხმდნენ, სხვათა შორის ძალიან მოეწონათ ჩვენებური ლუდი, ღვინო და მაგარი სპირტიანი სასმელები. რამდენიმე ყუთი ქართული ლუდი თან წაიღეს. ელტონ ჯონი ცნობილია ფეხბურთის მიმართ განსაკუთებული სიყვარულით. იმის გამო, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში ჩამოვიდა, მკაცრი მოთხოვნა იყო, რომ სადაც კი ელტონი იქნებოდა - კულისებში, საგრიმიოროში, საპირფარეშოშიც კი, ტელევიზორი ყველგან ფეხბურთზე უნდა ყოფილიყო ჩართული. მისი ეს მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილეთ“ - აღნიშნა კევლიშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას.