18 000 ევრო ახლშობილში - საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

18 000 ევრო ახლშობილში - საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სულ დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრი აიყვანეს. გამოძიება დაკავებულებს ახალშობილებით ვაჭრობაში ადანაშაულებს. დაკავებულთა უმეტესობა ბულგარელები არიან.

ათენის ერთ-ერთ გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა კონტაქტი დაამყარეს 40 წლის ქართველ ქალთან, რომელმაც პოლიციის ფარულ აგენტებს 18 000 ევროდ ახალშობილის ყიდვაში დაეხმარა. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი უკანონო საქმიანობით სულ მცირე 1 წლის განმავლობაში იყო დაკავებული.