დიდი ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლის კაბა წლის ყველაზე გაყიდვადი ნივთების ათეულში მოხვდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
საუბარია ბრიტანული ბრენდის Goat-ის კაბაზე, რომლითაც მეგან მარკლი ქორწილის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა.
კაბის ღირებულება 700 დოლარს აჭარბებს და ის ბრენდის ინტერნეტ-მაღაზიაში მთლიანად ამოიყიდა. როგორც მოდის ექსპერტები აღნიშნავენ, თითქმის ყველა ტანსაცმელი, რომლითაც მარკლი იმოსება, ძალიან სწრაფად იყიდება.
წლის ყველაზე გაყიდვადი ნივთების რეიტინგში ასევე მოხვდა Balenciaga-ს კროქსები, Gucci-ს საცურაო კოსტუმი და ქამარი, Prada-ს ჩანთა და Celine-ს სათვალეები.