კინოკომპანია Global Road Entertainment-მა ფილმის "City of Lies" პრემიერა გადადო. პრემიერა ერთ თვეში უნდა გამართულიყო. ფილმში მთავარ როლს ჯონი დეპი ასრულებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"City of Lies" ("ტყუილების ქალაქი") გამომძიებელზეა, რომელიც რეპერების თუფაკ შაკურისა და ნოტარიუს B.I.G.-ის (კრისტოფერ უოელესი) მკვლელობის საქმეს იძიებს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, კინოგაქირავებიდან ფილმის მოხსნა ჯონი დეპის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. ჯონი დეპს გადამღები ჯგუფის წევრის ცემაში ადანაშაულებენ. მოსარჩელე ბრუკსის მტკიცებით, ინციდენტი 2017 წლის აპრილში მოხდა, როცა მან დეპსა და ფილმის გადაღებაში მონაწილე მის მეგობრებს შენიშვნა მისცა, რასაც დეპის გაღიზიანება მოჰყვა.
"ტყუილების ქალაქის" პრემიერა 2018 წლის 7 სექტემბერს უნდა შემდგარიყო.