იაპონიის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოჩნდნენ ქალები, რომლებსაც იღლიაზე სარეკლამო სტიკერები აქვთ მიკრული. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Tageszeitung-ი წერს.
„ქალებს არაფრის გაკეთება არ სჭირდებათ, გარდა იმისა, რომ ხელი ჩასჭიდონ ზედა სახელურს, თანაც ისე, რომ მათი იღლია, მასზე მიწებებული სარეკლამო სტიკერით, თვალში მოხვდეს მგზავრებს“, - წერს გამოცემა.
სარეკლამო სააგენტო Wakino Ad Company საკუთარ ნოვატორულ იდეას იმით ხსნის, რომ იაპონიის დიდ ქალაქებში მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა რთულია ჭარბი სარეკლამო ბანერებით, ნეონური რეკლამებითა და უზარმაზარი ეკრანებით.
თუმცა, Wakino Ad Company სარეკლამო ადგილისთვის მხოლოდ ქალების იღლიებს ყიდულობს.