ისრაელის აეროპორტში ქართველმა, რომელიც ეტლში იჯდა, დაკავების შემდეგ თავისით გაიარა

ისრაელის აეროპორტში ქართველმა, რომელიც ეტლში იჯდა, დაკავების შემდეგ თავისით გაიარა

გამოცემა "Times of Israel" ისრაელის ერთ-ერთ აეროპორტში მომხდარი ამბისა და მისი ქართველი მონაწილის შესახებ წერს და ისტორიას "სასწაულს" უწოდებს. გამოცემის ცნობით, "ბენ გურიონის" აეროპორტში 38 წლის საქართველოს მოქალაქე 40 წლის ქალთან ერთად ჩავიდა, რომელზეც განაცხადა, რომ დეიდამისი იყო. კაცი ეტლით გადაადგილდებოდა.

ისრაელელმა სამართალდამცველებმა ისინი საეჭვო პირებად მიიჩნეს. საბუთების გადამოწმების დროს აღმოჩნდა, რომ მათ სასტუმროს ჯავშანი არ ჰქონდათ, თუმცა თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. საქართველოს მოქალაქეებმა ისრაელელ სამართალდაცველებს უთხრეს, რომ ქვეყანაში ქირურგიული ოპერაციის გასაკეთებლად ჩავიდნენ.

სამართალდამცველები დაუკავშირდნენ ე.წ. დეიდის ქმარს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, მას 38 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არანაირი ინფორმაციას არ ჰქონდა.

საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ჩათვალეს, რომ მათ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. და სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დაკავეს, ეტლში მყოფი კაცი წამოდგა და თავისით გაიარა.