საფრანგეთში ძლიერი სიცხის გამო ატომური რეაქტორები გათიშეს

საფრანგეთში ძლიერი სიცხის გამო ატომური რეაქტორები გათიშეს

 

ამ გზით საფრანგეთის ხელისუფლება ცდილობს რეაქტორების შემდგომი გათბობა თავიდან აიცილოს. გავრცელებული ცნობით, უკვე გამორთულია ოთხი რეაქტორი. იმავე მიზეზით გერმანიაშიც რამდენიმე ბირთვული ელექტროსადგურის სამუშაო დატვირთვა შეამცირეს.

საფრანგეთის 67 დეპარტამენტში ძლიერი სიცხის გამო განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული. რეაქტორის გაჩერების მიზეზად კლიმატურ პირობებსა და მდინარე ელზას არხში გადასროლილ ნარჩენებზე კონტროლს ასახელებენ.

მეტეოროლოგები ამბობენ, ევროპაში ასეთი მაღალი სიცხე ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

დიდი ბრიტანეთის ეროვნული კლიმატის საინფორმაციო ცენტრის მენეჯერის, მარკ მაკარტის თქმით, მომავალში ამინდი იმდენად შეიცვლება, რომ ძლიერი სიცხე "ნორმალური ტემპერატურა იქნება".

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის მიხედვით, ასევე მაღალ ტემპერატურას ელოდებიან ევროპის დანარჩენ ნაწილშიც, საუბარია 40 გრადუს ცელსიუსზე. ივლისში მაღალი ტემპერატურის გამო კანადასა და იაპონიაში ხალხი დაიღუპა.