იაპონიის სანაპიროზე ზღვამ 10-მეტრიანი ვეშაპი გამორიყა

იაპონიის სანაპიროზე ზღვამ 10-მეტრიანი ვეშაპი გამორიყა

იაპონიაში ზღვამ გიგანტური ვეშაპი გამორიყა. 10-მეტრიანი ცისფერი ვეშაპი კანაგავას პრეფექტურაში იუიგაჰამას სანაპიროზე აღმოაჩინეს.

ადგილზე პოლიცია და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა იშვიათი სახეობის ზღვის ბინადრის დაღუპვის მიზეზი.