კომერციულმა ბანკებმა 2018 წლის 6 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 38 796 157 ლარის შემოსავალი მიიღეს.
როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი „თიბისი ბანკმა“ მიიღო - 13 666 962 ლარი. მეორე ადგილზე „საქართველოს ბანკი“ - 10 126 645 ლარი.
მესამე ადგილზე „ლიბერთი ბანკი“ - მან 2018 წლის ორ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 6 730 640 ლარის შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზეა - „კრედო“ - 2 492 860 ლარი. ტოპ-ხუთეულშია „ფინკა ბანკი“.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის 5 თვეში კომერციული ბანკების მიერ ამოღებული სესხების მაჩვენებელი 9,5 მილიონი ლარია. 2017 წლის 5 თვეში კი 7,7 მილიონი ლარი.
ადგილობრივ ბაზარზე 16 კომერციული ბანკი ოპერირებს.