„ორიგინალური“ გაგრილება

„ორიგინალური“ გაგრილება

ორიოდე თვის წინ, გერმანიის ქალაქ აიბენშტოკის 27 წლის მკვიდრი ზაფხულის სიცხემ ისე შეაწუხა, რომ გადაწყვიტა, თავისი "ბე-ემ-ვეს" ფირმის კაბრიოლეტი აუზად ექცია.

მანქანას სავარძლები მოხსნა, სალონს ფიცრები გამოაკრა და ლურჯი ფერის წყალგაუმტარი მასალით დაფარა, სათანადოდ შეფუთა საჭე, სიჩქარისა თUუ სხვა ბერკეტები და მანქანა წყლით აავსო.

ბორბლებიანმა აუზმა, რომელშიც მძღოლი და მისი 3 მეგობარი მხოლოდ საცურაო კოსტიუმის ამარა ისხდნენ, ყოვლისმნახველი გერმანელებიც კი გააოცა.