საკვები რომელიც არეგულირებს მაღალ წნევას

საკვები რომელიც არეგულირებს მაღალ წნევას

ბანანი - ბანანი არა მხოლოდ გემრიელია, იგი ასევე ამცირებს ინსულტის და გულის დაავადების რისკს, იგი შეიცავს კალიუმს. დღეში 2 ცალი ბანანი დაგეხმარებათ სისხლში შაქრის დონის აღდგენაში.

მზესუმზირა - მზესუმზირა დიდი რაოდენობით შეიცავს მაგნიუმს. არ მიირთვათ დამარილებული მზესუმზირა, რადგან თქვენ თავიდან უნდა აიცილოთ ნატრიუმი.

ისპანახი - ისპანახი დაბალკალორიულია, შეიცავს კალიუმს და მაგნიუმს.

პომიდორი - პომიდორი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც საგრძნობლად ამცირებს წნევას, იგი ასევე წყაროა კალიუმის.

რძე - დაბალკალორიული რძე შეიცავს კალციუმს, კალიუმს და ვიტამინ D-ს. ამიტომ რძე ამცირებს არტერიულ წნევას დაახლოებით 3 დან 10 პროცენტამდე.

სოიო - როდესაც სხეულში ცოტაა კალიუმი, იგი ინარჩუნებს ნატრიუმს ანუ მარილს, რაც იწვევს არტერიული წნევის ზრდას. ამიტომ მნიშვნელოვანია იმ ადამიანებმა, რომელთაც აწუხებთ მაღალი წნევა მიირთვან კალიუმით გაჯერებული საკვები. ერთ-ერთ ასეთი არის სოიო.