ჯორჯ ჰარისონის ავტოგრაფი “სოთბის” აუქციონზე

ჯორჯ ჰარისონის ავტოგრაფი “სოთბის” აუქციონზე

რამდენიმე დღის წინ ლონდონში მდებარე “სოთბის” აუქციონზე, ლეგენდარული ჯგუფი “The Beatles” ერთ-ერთი წევრის, ჯორჯ ჰარისონის მიერ დაწერილი სიმღერის ხელნაწერი გაიყიდა.

 

აუქციონის ორგანიზატორები ამ მუსიკალური კომპოზიციის დასახელებას საიდუმლოდ ინახავენ.

 

ბრიტანელი ჟურნალისტებისათვის ცნობილი გახდა, რომ საქმე ეხება ჯორჯ ჰარისონის მიერ, 1968 წელს დაწერილი ერთ-ერთი კომპოზიციის ტექსტს.

 

ეს ხელნაწერი 780 000 დოლარად გაიყიდა და მისმა მყიდველმა საკუთარი ვინაობის  დასახელებისაგან თავი შეიკავა.

 

ასეთი ნივთები “The Beatles”-ს  თაყვანისმცემლებში დღემდე დიდი მოწონებით და ინტერესით სარგებლობს.

 

სულ რაღაც ორი თვის წინ, “სოთბის” აუქციონზე პოლ მაკარტნის ერთ-ერთი ადრეული სიმღერის ვარიანტი ორ მილიონ დოლარად გაიყიდა. იმ შემთხვევაშიც მყიდველმა საკუთარი ვინაობის დასახელებისაგან თავი შეიკავა.