ჯენიფერ ლოპესის პრობლემა

ჯენიფერ ლოპესის პრობლემა

თბილისში მეორადი მოხმარების ტანსაცმლის მრავალი მაღაზია არსებობს. ეს საქმიანობა საკმაოდ მომგებიანია და მუშტარიც მრავლად ჰყავს.

 

”ძონძების” ბიზნესით დაკავებულმა თანამემამულე “საქმოსნებმა” ალბათ არ იციან, რომ  ცნობილი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ნახმარ ტანსაცმელს არასოდეს იშორებს და საგულდაგულოდ ინახავს.

 

მაინც რა გაუჭირდა ისეთი, რომ 110 მილიონ დოლარად შეფასებული ქონების პატრონი ნახმარ კაბებს, შარვლებსა თუ ფეხსაცმელს ვერ ელევა.

 

ჯენიფერ ლოპესის სახლი ერთ დიდ ძველმანების საწყობად გადაიქცა და ისიც ფრიად შეწუხდა.

 

რამდენიმე დღის წინ მსახიობი ქალბატონი თანამემამულე ჟურნალისტებს შეხვდა და დაიჩივლა, რომ  სახლში ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების ძველმანებს ინახავს  და ვინც ამ საქონელს  თავიდან მოაცილებს, სრულიად უსასყიდლოდ გაატანს.

 

გამოიჩინეთ მარიფათი ქართველო ”სექენდ-ჰენდების” მფლობელებო. დაუკავშირდით ”ჯეი-ლოს”. თავდაპირველად მოელაპარაკეთ, შემდეგ გემი დაიქირავეთ და გასწიეთ ლოს-ანჯელესისაკენ.