ჯონი დეპი კინოს დროებით დაემშვიდობა

ჯონი დეპი კინოს დროებით დაემშვიდობა

გუშინ, ბრიტანულმა კინოს თემაზე მწერალმა საინფორმაციო საშუალებებმა ერთი საინტერესო ცნობა გაავრცელეს.

 

ცნობილმა მსახიობმა ჯონი დეპმა განაცხადა, რომ მზადაა კინოს დასათმობად, ოღონდ მცირე დროით.

 

ბატონმა “ბეღურამ” აღიარა, რომ სურს ჰამლეტის როლის განსახიერება ლონდონის სამეფო თეატრში.

 

მსახიობის განცხადებით, მთავარი როლი შექსპირის პიესაში სერიოზულად აშინებს, მაგრამ სურვილი იმდენად ძლიერია, რომ ამ გრძნობასაც დააძლევინებს.

 

“ვფიქრობ, მსახიობისთვის წარუმატებლობის შიში ჩვეულებრივი რამ არის. გარისკვა ყოველვის ღირს. საერთოდ კი, შიში აუცილებელი ნაწილია ყოველივესი, რასაც ვაკეთებ, და მას რომ ავყვე, ხელების გულზე დაკრეფა მომიწევს” – განაცხადა ბრიტანელ ჟურნალისტებთან საუბრისას ჯონი დეპმა.

 

სახელგანთქმულმა მსახიობმა კინოში გადაღებაზე ნახევარი წლის განმავლობაში უარი განაცხადა და ლონდონის სამეფო თეატრში შექსპირის პიესა “ჰამლეტის” რეპეტიციებში მონაწილეობის მიღება აქტიურად დაიწყო.

 

ამ სპექტაკლის პრემიერა მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება. ჯონი დეპმა საკუთარ კინომოღვაწეობაზე უარი განაცხადა და თეატრალურ სამყაროში მოღვაწეობაზე გადაერთო.