კარმენ ელექტრამ თავი კვლავ გამოიჩინა

კარმენ ელექტრამ თავი კვლავ გამოიჩინა

ცნობილი ამერიკელი მსახიობი კარმენ ელექტრა კოლეგებში “სიძვის დიაცის” ავტორიტეტით სარგებლობს. კარიერაც მოზრდილთათვის განკუთვნილი ფილმებითა და სერიალ „მაშველებში“ ზედმეტად თამამი სამოსით გაიკეთა.

 

სექსაპილურ ქალბატონს მომატებულმა ასაკმა სიდინჯე ვერ შემატა და ცოტა ხნის წინ ქარაფშუტა კარმენი შორეულ კალიფორნიაში გადაცემა „ შიშველი რევოლუციის“ დიასახლისი გახდა.

 

ეს ამერიკული შოუ „ძლიერი სქესისათვის“ არის განკუთვნილი და მასში დედიშობილა დიაცები წესების გარეშე ჩხუბში მონაწილეობენ.

 

ჩემო კარმენ, ისღა დამრჩენია გაუწყო, რომ ალბათ ნამდვილი მამაკაცის ხელი გაკლია. აი ისეთის, თავის დროზე ზვიადისტების მთავარი რისხვა, პოლიციელი მღებრიშვილი რომ იყო.

 

მას  ცხოვრებისეულ გზას აცდენილ ქალბატონებთან მოპყრობის დიდი გამოცდილება გააჩნდა. ეს „ცოდნა“ კი წინა საუკუნის მიწურულს სრულყოფილად გამოამჟღავნა, როდესაც ოპერაცია „ჟუჟუნას“ ხელმძღვანელობდა და საკუთარი სუსხი, ცირკის წინ მოფუსფუსე სპეციფიური პროფესიის ქალბატობებს უჩვენა.