შოკოლადის დიეტა

შოკოლადის დიეტა

ამ დიეტის კურსი 5-7 დღეა და არავითარ შემთხვევაში მეტი!

პირველი კურსის შემდეგ 4-6 დღიანი შესვენება უნდა გააკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.

დღის განმავლობაში შეგიძლიათ 2 ფილა შოკოლადი მიირთვათ, თითოეული - 40 გრამი. შოკოლადის ჭამიდან 3 საათის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ უშაქრო შავი ან ხსნადი ყავა რძით. თუ ძალიან მოგშივდათ, შეგიძლიათ დამატებით 3 ცალი მწვანე ვაშლი მიირთვათ.

ისინი, ვინც შოკოლადის დიეტა დაიცვა, ამტკიცებენ, რომ 5 დღეში საშუალოდ 5 კილოგრამი დაიკლეს.