მეთიუს პრობლემები

მეთიუს პრობლემები

მშობლების გამო არ ულხენს ცნობილ ამერიკელ მსახიობ  მეთიუ მაკკონაჰის.

 

წინა კვირას, მისმა დედამ, ქეით მაკკონაჰიმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, სადაც მკითხველებს მრავალი საინტერესო რამ მოუთხრო.

 

თურმე მსახიობის მამა, ბატონი ჯიმი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მეუღლესთან ცოლ-ქმრულ მოვალეობას ასრულებდა.

 

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ როდესაც ექიმებმა ჯიმის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს, ცოლის დაჟინებული თხოვნით, სახლიდან იმ სახით წაიყვანეს რომელშიც აღესრულა, ანუ სრულიად შიშველი.

 

რასაკვირველია მეთიუსათვის დედის მემუარები სასიამოვნო წასაკითხი ვერ იქნებოდა.

 

მსოფლიოში მცხოვრებ ყველა მშობელს კი ერთი თხოვნით მინდა რომ მივმართო. ბატონებო ადრე თუ გვიან თქვენს პირმშოს ასაკი მოემატება და ამ ცხოვრებაში დამოუკიდებელ ნაბიჯებსაც გადადგამს. ეს მარტივი ჭეშმარიტება ყოველთვის გახსოვდეთ. შესაბამისად მოიქეცით ისე, რომ მას მომავალში თქვენი გაუაზრებელი საქციელის გამო არ შერცხვეს.