მარტინ სკორსეზეს ახალი პროექტი

მარტინ სკორსეზეს ახალი პროექტი

რამდენიმე დღის წინ, ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებებმა ერთი საინტერესო ცნობა გაავრცელეს.

 

სახელგანთქმული რეჟისორი მარტინ სკორსეზე უახლოეს მომავალში, ცნობილი ამერიკელი მომღერლის, ფრენკ სინატრას ცხოვრების შესახებ მხატვრული ფილმის გადაღებას აპირებს.

 

სკორსეზეს “სინატრა” პირველი მხატვრული ფილმი იქნება კინოსა და მუსიკის ლეგენდარული ვარსკვლავის ცხოვრებაზე.

 

ფრენკ სინატრა 1998 წელს, გულის შეტევით, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ახალი ფილმისათვის სცენარი დაწერა მწერალმა ფილ ოლდენ რობინსონმა. მას თავის დროზე “ოსკარის” ერთ-ერთი ნომინაცია აქვს მიღებული.

 

1915 წელს, ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ უბან ჰობოკენშიუში დაბადებულმა ფრენკ სინატრამ, მუსიკალური კარიერის განმავლობაში 1400-ზე მეტი კომპოზიციის ჩაწერა მოასწრო. ფრენკ სინატრა შესანიშნავი მსახიობიც გახლდათ და ნაყოფიერი კარიერის განმავლობაში 58 ფილმში გადაღება მოასწრო.