სოციალური ქსელების მომხმარებელთა დახასიათება

სოციალური ქსელების მომხმარებელთა დახასიათება

მამალი: თავის მოვალეობად მიიჩნევს ყოველ დღე მოგწეროს „დილა მშვიდობისა“.

დამალული: არაფერს არ წერს, არაფერს აკომენტირებს. არაფერს არ ალაიქებს... მაგრამ კითხულობს ყველაფერს.

მის პოპულარობა: მას 4357 მეგობარი ჰყავს რაღაც გაუგებარი მიზეზის გამო.

გეიმერი: ის თამაშობს მაფიას, ცივილიზაციას, მხიარულ ფერმას და სხვა თამაშებს მთელი დღის განმავლობაში.

ემო: ვერ იტანს თავის ცხოვრებას. ამის მიხვედრა მათი მოღუშული პასუხებით შეიძლება.

პრომოუთერი: მუდამ გიგზავნით მოწვევებს გაუგებარია სად, რომელთაც თქვენ ყოველთვის აიგნორებთ.

ქურდი: იპარავს ახალ სტატუსებს და სხვის პოსტებს.

დრამის დედოფალი: მუდამ წერს პოსტებს სტილში: "ღმერთო ჩემო არ მჯერა, რომ ეს მე დამემართა", იმ იმედით, რომ ვინმე ჰკითხავს რა მოხდა. კითხვაზე კი პასუხობს: "არ მინდა მაგაზე საუბარი".

სიახლე: მუდამ ატყობინებს ყველას, რას აკეთებს ან რისი გაკეთება უნდა, მიუხედავად იმისა მნიშვნელოვანია ეს თუ არა.

ლაიქერი: არასოდეს არაფერს წერს, სამაგიეროდ, ყველაფერს ალაიქებს.