პაულო კოელიომ ინტერნეტი დაიცვა

პაულო კოელიომ ინტერნეტი დაიცვა

რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ბრაზილიელმა მწერალმა პაულო კოელიომ გამოცემა „Globo"-ს ინტერვიუ მისცა. სხვა თემებთან ერთად ის ინტერნეტის პრობლემასაც შეეხო.

"ნაცვლად იმისა, რომ ინტერნეტში ახალი საბაზრო შესაძლებლობები დაინახონ, გამომცემლები მასში მხოლოდ მტერს ხედავენ." - განაცხადა მწერალმა.

კოელიომ აღნიშნა, რომ ინტერნეტში თავის ნაწარმოებებს სრულიად უფასოდ ავრცელებს, მაგრამ ამის გამო უკვე დაბეჭდილი წიგნების ტირაჟის გაყიდვა სულაც არ შემცირებულა.

პირიქით, "რაც უფრო მეტს გასცემ, მეტსაც იღებ" - დარწმუნებულია ის.