ანჯელინა და ბრედი ერთმანეთს ეყრებიან

ანჯელინა და ბრედი ერთმანეთს ეყრებიან

ამერიკულმა საინფორმაციო საშუალებებმა გუშინ ერთი სენსაციური ინფორმაცია გაავრცელეს.

 

თურმე ღრუბლები მოიქუფრა ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უღრუბლო თანაცხოვრებაში. ამისი მიზეზი მათი ერთობლივი სექსუალური თანაცხოვრება აღმოჩნდა. დასავლური პრესის მტკიცებით, ამ ორი მეგავარსკვლავის ურთიერთობა ბოლო პერიოდში საკმაოდ გაცივდა. მართალია ერთმანეთი კვლავ უყვართ, მაგრამ უწინდელი ძლიერი ვნება აღარ გააჩნიათ. გაჟონა ინფორმაციამაც, რომ თურმე ბრედ პიტი ცოლთან არარეგულარული ინტიმური ცხოვრების გამო საძმოში განუწყვეტლივ წუწუნებს.

 

ცეცხლზე ნავთი დაასხა იმ ფაქტმაც, რომ ჯოლის ყოფილი მეუღლის მტკიცებით, ის ანჯელინას ზოგჯერ განმარტოებით ხვდება. ასე რომ კიდევ ერთ ცნობილ ოჯახში მონასტერი აირია და ზოგიერთი ლოს-ანჯელესური ტოტალიზატორიც, ჯოლი-პიტის შესაძლო გაყრის თარიღზე ფსონებსაც კი იღებს.