პოზიტიური SMS-ები დეპრესიას ხსნის

პოზიტიური SMS-ები დეპრესიას ხსნის

გამოკვლევებით დადასტურდა, რომ მეგობრისგან ან ახლობლისგან მიღებული SMS იწვევს სიხარულის გრძნობას. ამიტომ, მეცნიერები ურჩევენ ადამიანებს SMS–ების გაგზავნას ხასიათის გამოსაკეთებლად.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგები ერთმნიშვნელოვნად ასკვნიან –  პოზიტიურ SMS–ს  შეუძლია ადამიანი დეპრესიისგან იხსნას.

პროფესორმა ადრიან აგილერამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა – 2 ათასმა კაცმა მიიღო SMS. ისინი შეიცავდნენ შეკითხვებს ემოციური მდგომარეობის შესახებ.  ეს იყო რაღაც ფსიქოლოგის კონსულტაციის მაგვარი გამოკითხვა. გაირკვა, რომ უფრო აქტიურად ამ პროგრამით სარგებლობდნენ ლათინოამერიკელები და აფროამერიკელები.

ინფორმაციის ანალიზმა ცხადყო – ადამიანებს სჭირდებათ რეგულარული კონტაქტი ფსიქოლოგთან – როდესაც პროგრამა ტექნიკური მიზეზით გამოირთო, ექსპერიმენტის მონაწილეებს  დაეტყოთ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესება.