შონ კონერის ჯეიმს ბონდის მამობა სურს

შონ კონერის ჯეიმს ბონდის მამობა სურს

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა მას-მედიამ ერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

 

ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავი შონ კონერი მზადაა დაუბრუნდეს კინოგადაღებებს, თუ საშუალებას მისცემენ ითამაშოს სუპერაგენტის მამის როლი “ბონდიანის” რომელიმე ახალ ფილმში.

 

81 წლის შოტლანდიელი მსახიობი ამჟამად “დამსახურებულად ისვენებს”. ამის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ თანამემამულე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სიამოვნებით წაიმუშავებდა ჯეიმს ბონდისადმი მიძღვნილ ახალ ტრილერში, თუ პროდიუსერები სათანადო როლს შეურჩევენ.

 

“მართალია, ახლა გადაღებებისგან ვისვენებ, და შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ სავსებით ჩამოვშორდი კინოს, მაგრამ თუ რაიმე ღირებული გამოჩნდება, დაუყოვნებლივ დავბრუნდები. მთავარია, ვინმემ ისეთი წინადადება შემომთვაზოს, რომ ახალგაზრდა “აგენტი 007”-ის მამის როლის განსახიერებაზე სიამოვნებით დავთანხმდე. მესმის რომ ეს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში არ მოხდება, მაგრამ არსად მეჩქარება, ჩინებულ ფორმაში ვიმყოფები  და სასურველ შემოთავაზებასაც მოუთმენლად ველი” – განაცხადა ბატონმა შონ კონერმა.