იტალიელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მარკ ცუკერბერგი ოფიციანტებს „ფეხის ქირას“ არ უტოვებს.
სოციალური ქსელის Facebook-ის დამფუძნებელი ცოტა ხნის წინ ქალაქ რომში შვებულებას ატარებდა.
„მილიონერი, კეთილშობილური ჟესტით არ გამოირჩევა. მილიონერი და მისი რომაული არდადეგები. მილიონერი, რომელიც ოფიციანტებს „ფეხის ქირას“ არ აძლევს“, - წერდა გაზეთი „Corriere della Sera“ და სტატიას თან ერთოდა 32 ევროს ანგარიშის ქვითარი, რომელიც ცუკერბერგმა ბარათით გადაიხადა.