ჰოაკინ ფენიქსმა მომღერლობა გადაწყვიტა

ჰოაკინ ფენიქსმა მომღერლობა გადაწყვიტა

რამდენიმე  ხნის წინ ცნობილმა მსახიობმა ჰოაკინ ფენიქსმა პრეს-კონფერენცია ჩაატარა და საზეიმოდ განაცხადა, რომ პროფესიონალი მომღერლის კარიერას იწყებს.

 

“ჰოლივუდში უკვე ყველაფერს მივაღწიე. აღმოვაჩინე, რომ კინოში გადაღება აღარ მაინტერესებს. ახლა ჩემს მუსიკაზე ვმუშაობ” – ასეთი კატეგორიული იყო ჰოაკინი.

 

ჰოაკინ ფენიქსი მუსიკით სერიოზულად რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა. მაშინ მან ჩაწერა საუნდტრეკი ფილმისთვის “ზღვარზე გასეირნება”.

 

ფენიქსი დაუახლოვდა ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი “The Charlatans”-ის წევრ ტიმ ბერჯესს და ერთად თანამშრომლობაზე მოელაპარაკა. ამ დღეებში ტიმთან ერთად სტუდიაში ჩაიკეტება და ახალ მუსიკალურ ალბომზე მუშაობას დაიწყებს. ამის გარდა, უახლოეს მომავალში ჯგუფის საგასტროლო ტურნეშიც მიიღებს მონაწილეობას.