ქველმოქმედი ალეკ ბოლდუინი

ქველმოქმედი ალეკ ბოლდუინი

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ პოპულარული ამერიკელი მსახიობი ალეკ ბოლდუინი 2012 წლის დასასრულს დიდ პოლიტიკაში ჩაერთვება და ქალაქ ნიუ-იორკის მერის სავარძლისათვის გამართულ არჩევნებში კენჭს იყრის.

 

პოლიტიკოსობაზე ჩაფიქრებულმა მსახიობმა მოქმედება უკვე დაიწყო.

 

ამერიკული პრესის ინფორმაციით, გუშინ  ალეკ ბოლდუინმა მილიონი დოლარი შესწირა თავის მშობლიურ კოლეჯს, ნიუ-იორკის უნივერსიტეტთან არსებულ ტიშის ხელოვნების სკოლას.

 

ეს თანხა ჩაირიცხება სტიპენდიანტების ფონდში, რომელიც 2012 წლის იანვარში დაიწყებს მოქმედებას და სტიპენდიებს გადაუხდის მატერიალურად შეჭირვებულ საუკეთესო სტუდენტებს.

 

საინტერესოა, რომ აღნიშნული ფონდი ალეკ ბოლდუინის სახელობისა იქნება.