"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ კრესველმა და სტივ მაკნიკოლასმა ჯერ მხოლოდ პრესისთვის დადგეს მიუზიკლი - "პანდემონიუმი: დაკარგული ნივთების ორკესტრი".

ამ წარმოდგენით მათ ხორცი შეასხეს საკუთარ იდეას - დაკვრა შესაძლებელია ნებისმიერ ნივთზე".

სწორედ ამიტომ სპექტაკლში მონაწილე ანსაბლის მუსიკალური ინსტრუმენტები, ძირითადად, საკანალიზაციო მილებისა და  სხვა "სანტექნიკური აღჭურვილობისგანაა" დამზადებული, მიუზიკლს კი ფართო მაყურებელი უკვე მოუთმენლად ელის.