ძმური ლევიტაცია

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა ძმამ ნიკოლა ლუიზეტმა და ჯონ პოლ ოლბერებმა ე.წ. "ლევიტაციის" რეკორდი დაამყარეს და გინესის წიგნში მოხვდნენ.

ისინი ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში 8 საათი "ჰაერში ეკიდნენ".

ტრიუკს ათასობით მაყურებელი დაესწრო, რის გამოც დედაქალაქის ცენტრში მოძრაობა დაიკეტა.

7 მ სიმაღლეზე გამოკიდებულ ილუზიონისტებს 8 საათის განმავლობაში პოზაც კი არ შეუცვლიათ, მხოლოდ "ოდნავ ეხებოდნენ" უზარმაზარ ბოძს.