"მსოფლიოში ყველაზე გრძელი კატა"

აშშ-ის ქალაქ რინოს მცხოვრებ რობინ ჰენდერსონს, გინესის წიგნის თანახმად, "მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფისო" ჰყავს.

მეინ-კუნის ჯიშის 5 წლის კატა სტიუის სიგრძე, ცხვირის წვერიდან კუდუსუნამდე, 123 სმ-ია.

ამ ჯიშის კატა ძალიან მეგობრულია, მაგრამ ქცევით ხშირად ძაღლს უფრო ჰგავს, ვიდრე კატას.