ლოგინების „რბოლა“

ლოგინების „რბოლა“

ტაილანდის კურორტ პატაიაში ჩატარდა განთქმული "საწოლების რბოლა", რომელშიც მთელი მსოფლიოდან 27 გუნდი (6-6-კაციანი)  მონაწილეობდა.

1500-მეტრიან დისტანციაზე, ათასობით გულშემატკივრის თვალწინ, საწოლებს თითოეული გუნდის 5 წევრი აწვებოდა.

ფინიშამდე ბევრი ვერც მივიდა, რადგან საწოლის "მართვა" საკმაოდ რთული გამოდგა.

გამარჯვებული სამ კატეგორიაში გამოვლინდა: "ყველაზე სწრაფი", "საუკეთესო სტილის" და... "ყველაზე ნელი" გუნდები.