მერილინ მონრო კვლავ ყურადღების ცენტრშია

მერილინ მონრო კვლავ ყურადღების ცენტრშია

ცნობილი ამერიკელი მსახიობი მერილინ მონრო  დღემდე დიდი დაინტერესების ობიექტად რჩება.

 

 რამდენიმე თვის წინ, ნიუ-იორკის “აუქციონის სახლმა” გასაყიდად გაიტანა ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონის მიერ მერილინ მონროდ გადაკეთების დამადასტურებელი საბუთი. აუქციონის ორგანიზატორებმა ეს დოკუმენტი, რომელიც 1946 წლით არის დათარიღებული 4 ათას დოლარად შეაფასეს. საბოლოოდ უცნობმა კოლექციონერმა ეს ქაღალდი 8 ათას დოლარად შეიძინა. ამის გარდა ამ აუქციონზე 20 ათას დოლარად გაიყიდა მერილინ მონროსთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა საბუთიც. ეს არის ის პირველი კონტრაქტები, რომელსაც მსახიობი ქალი კარიერის დასაწყისში აფორმებდა.

 

გაცილებით ძვირადღირებული აღმოჩნდა მერილინ მონროს კაბა, რომელიც ცოტა ხნის წინ “სოთბის” აუქციონზე გამოჩნდა. ეს სამოსი მსახიობს სწორედ მაშინ ეცვა, როდესაც 1962 წელს, დაბადების დღე პირადად მიულოცა აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა კენედიმ. ეს კაბა 1,17 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 

 1955 წლის ზამთარში ერთი უბრალო ამერიკელი ახალგაზრდა პიტერ მენგონი სასტუმროსთან კინოვარსკვლავს დარაჯობდა. მონროს შეებრალა სიცივისაგან აკანკალებული ნორჩი პაპარაცი და შოპინგზე, ანუ საყიდლებზე თან გაიყოლია. პიტერი რამდენიმე საათის განმავლობაში იღებდა, თუ როგორ იზომებდა ქალბატონი მონრო შლაპებს, წინდებსა და კორსეტებს. დამშვიდობებისას მსახიობმა ყმაწვილს ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და მან ესეც აღბეჭდა ფირზე.

 

ორმოცდაათი წლის შემდეგ ეს ფირებიანი კოლოფი სახლის სხვენზე მენგონის ძმამ იპოვა. 2005 წლის ნოემბერში ეს იშვიათი კადრები კერძო კოლექციონერისათვის 120 ათას დოლარად შეიძინეს.