ამფიბია კაბრიოლეტი

ამფიბია კაბრიოლეტი

ცოტა ხნის წინ ჟენევის ავტოსალონზე შვეიცარიულმა საავტომობილო კონცერნმა მდიდრებისთვის განკუთვნილი "ლოტუსის" ბაზაზე წარმოებული ამფიბია-კაბრიოლეტი სუბა წარმოადგინა, რომლითაც წყალში 10 მ სიღრმეზე გასეირნება შეიძლება.

"ჯეიმს ბონდით შთაგონებული" ავტოს ნიმუში 1,5 მლნ დოლარი დაჯდა, თუმცა საბაზრო ფასი გაცილებით ნაკლები იქნება.

ხმელეთზე ის ჩვეულებრივი ავტომობილია, წყალქვეშ კი სულ 3 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს, თანაც მგზავრებისთვის სპეციალური ღია სალონის აკვალანგები მოჰყვება.