ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი, ხიზრი მარგოშვილი, ანატოლი ბერძენიშვილი,ზურაბ (აჰემედ) იდოიძე - ყველა ამ დაკავებულს ბრალი ახმედ ჩატაევთან კავშირში ტერორიზმის ხელშეწყობისა და დაფინანსებაში ედება. ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში თურქეთის ქალაქ ტრაბზონში დააკავეს გოჩა საგინაძე. 21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში დააკავეს შოაიფ ბორზიევი. ტერორიზმში ედება ბრალი სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის მიერ მოკლულ თემირლან მაჩალიკაშვილს.
საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ დაკავებული რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილთან, რამაზ მარგოშვილთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას.
რაც შეეხება ანატოლი ბერძენიშვილს, სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული ბერძენიშვილი ახმედ ჩატაევის და მის დაჯგუფების დასახმარებლად თურქეთში იმყოფებოდა. ბრალდებული ზურაბ გორნაკაშვილთან და ზურაბ იდოიძესთან ერთად ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს საქართველოს საზღვრის მწვანე ზოლის გადაკვეთაში დაეხმარა.
ბერძენიშვილი ხიზრი მარგოშვილთან მეგობრობას ადასტურებს, ჩატაევთან და მაჩალიკაშვილთან ურთიერთობას - არა. ადვოკატი ამბობს, რომ ანატოლი ბერძენიშვილი თურქეთში დადიოდა, თუმცა არა ახმედ ჩატაევის დასახმარებლად, არამედ ტაძრებს აშენებდა და ამ მიზნით უწევდა თურქეთში მოგზაურობა. დაკავებულებს სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთე ემუქრებათ.
სანამ სუს-ის ახმედ ჩატაევთან კავშირში, ტერორიზმის ხელშეწყობისა და დაფინანსებაში მყოფი პირების დადგენას ცდილობს, პარალელურ რეჟიმში ვითარება იძაბება პანკისის ხეობაში. ასევე, სულ უფრო აქტუალური ხდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ჰყავდა თუ არა ჩატაევს მფარველი ძალოვან უწყებაში და იყო თუ არა ეს გარანტია იმისა, რომ ჩატაევმა და მისმა დაჯგუფებამ თურქეთის გავლით ყოველგვარი პრობლემის გარეშე გადაკვეთდა საზღვრის ე.წ. მწვანე ზოლი და შემოვიდა საქართველოში - ამ სპეცოპერაციის ფარგლებში ეს არის მთავარი კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდა უპასუხოს.
for.ge-სთან საუბრისას „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ პრობლემა სახეზეა, სასაზღვრო უწყება და შესაბამისი სამსახურები ვერ აკონტროლებენ სახელმწიფო საზღვარს.
ჩატაევთან კავშირსა და ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით საერთო ჯამში 9 ადამიანია დაკავებული. ეს ფაქტი ადასტურებს ქვეყანაში მიძინებული ქსელის არსებობას და თუ მასშტაბებს გავითვალისწინებთ, რამდენად დიდი ჯგუფი შეიძლება მოქმედებდეს საქართველში, რომელთამ მიზანიც შეიძლება იყოს ტერორისტული ჯგუფების გაფართოება. რა პროცესია რომელიც ახლა მიმდინარეობს, პრობლემა მხოლოდ დაკავებული ადამიანებით შემოიფარგლება?
ბესიკ ალადაშვილი: მოდი დავიწყოთ იმით რა ფაქტებიც გვაქვს. ნომებრის ბოლოს ჩატარებული ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაციის შემდეგ, გარკვეული პერიოდულობით ხდება საქართველოს მოქალაქეების და ძირითად პანკისის ხეობის მაცხოვრებლების დაკავება. ჩატარდა სპეცოპერაცია, რომელმაც ერთი ადამაინის სოცოცხლე იმსხვერპლა. ვხედვათ, რომ გრძელდება დაკავებები.
უკვე გასაგებია რა ხდება. როდოესაც გამოძიების პროცესი დროში იწელება, გრძელდება სპეცოპერაცია და ერთი და იგივე ბრალდებით ხდება ადამიანების დაკავება, ჩემი ვარაუდით საქმე გვაქვს არა ოპერატიულ ინფორმაციასთან, არამედ უკვე გამოძიების პროცესში და კერძოდ, დაკითხვის დროს მიღებული ჩვენების საფუძველზე ხდება იმ საკონტაქტო წრის დადგენა, რომელიც რომელიმე ერთ დაკავებულს ჰქონდა. ფაქტიურად ეს წრე ფართოვდება და ფართოვდება იმ ხალხის გარშემო, რომლებიც პირველივე ეტაპზე იყვნენ დაკავებული და შემდეგ უკვე მათთან კონტაქტზე მყოფი ყველა პიროვნების შემოწმება ხდება. ახლა მთავარია შესაბამისმა სტრუქტურებმა არ იმოქმედონ იმ პრინციპით, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში არსებობდა ე.წ. ვიშინსკის პრინციპი.
მთავარი არ არის აღიარებითი ჩვენება, არამედ - უფრო კონკრეტული ინფორმაცია - რამდენად იყვნენ კოტაქტში ეს პიროვნებები ახმად ჩატაევთან, იგეგმებოდა თუ არა ტერაქტები, ეს ყველაფერი უნდა დადგინდეს გამოძიების პროცესში. ზუსტად ამ პროცესმა უნდა გვიჩვენოს რა საფრთხე იყო აცილებული და რამდენად რეალური იყო.
როგორ ფიქრობთ, მიზანი იყო ტერორისტული აქტი, თუ საქართველოს, როგორც ტრანზიტის გამოყენება?
- რა ხდებოდა პრესპეტივაში, იგეგმებოდა თუ არა ტერორისტული აქტი საქართველოში, საქართველოს, როგორც ტრანზიტის გამოყენება, მიძინებული ქსელის შექმნა, თუ უფრო აქტიური ტერორისტული ოპერაციები, ეს ყველაფერი გამოძიების პროცესში უნდა დადგინდეს. ორი თვე გავიდა, ეს საკმარისო დროა იმისათვის, რომ პირველი ინფორმაცია ჰქონდეს გამოძიებას. რა თქმა უნდა, ვერსიებზე საუბარი შეგვიძლია, მაგრამ მის მტკიცებულებით ფორმაში გადაყვანა გამოძიების პრეროგატივა არის.
ის, რომ ტაძარს აშენებდა, სტუდენი იყო, ბიზნესი ჰქონდა, ეს გამორიცხავს მათ კავშირს ტერორისტულ ორგანიზაციასთან? მით უფრო პარქტიკა აჩვენებს, რომ სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებთან ხდება კომუნიკაცია...
- მოდით უდანაშაულობის პრინციპით ვიხელმძღვანელოთ. რა თქმა უნდა, ზოგადად, ტერორისტები და ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იმ პიროვნებების იდეოლოგიური გადაბირების ოპერაციებს ახორცილებენ, რომლებიც ერთი შეხედვით ეჭვს არ იწვევენ საზოგადოებაში. ეს შეიძლება იყოს სტუდენტი, ექიმი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ მთელი დასავლეთის სპეცსამსახურები და სხვადასხვა პოლიტიკური სტრუქტურები ზუსტად აი, ამ ფენომენის გახსნაზე მუშაობენ.
არა მარტო „ისლამური სახელმწიფო“, არამედ სხვადასხვა ტერორისტული ორგანიზაციები ისეთ იდეოლოგიურ წნეხში ამოყოფებენ ერთმორწმუნეებს, რომ ისინი იძულებული არიან მონაწილეობა მიიღონ ტერაქტში, ან რაღაცა დახმარება გაუწიონ, ან მათ აქვთ ინფორმაცია, მაგრამ ამ ინფორმაციას არ ამჟღავნებენ. ყველა ასაკის და პროფესიის ადამინი შეიძლება გახდეს ტერორისტული ორგანიზაციის გადაბირების სამიზნე. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჯერ ვერაფერს ვერ ვიტყით. გამოძიება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნე უფრო ახალგაზრდები არიან, რადგან ახალგაზრდების გადაბირება და დარწმუნება უფრო იოლია.
მაჩალიკაშვილი ახსენეთ და ვხედავთ, რომ ხდება ამ კონკრეტული ადამიანის გარდაცვალების საქმის პოლიტიკასთნ დაკავშირება, რაც პროცესზე ნეგატიურ გავლენას ახდეს. ამ შემთხვევაში ბრალდების მხარემ რა ნაბიჯი უნდა გადადგას იმისათვის, რომ მაჩალიკაშვილის თემა არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების თემა? ვხედვათ, რომ ხეობაში იძაბება ვითარება, ვხედავთ რა განცხადებები კეთდება და აშკარაა, რომ პოლიტიკური ჯგუფების მიერ ხდება ამ ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური მიზნისთვის გამოყენება...
- ვთქვათ ისიც, რომ პოლიტიკოსები და მით უმეტეს ოპოზიციური ჯგუფი, ყველა ქვეყანაში და ყველა დროში გარკვეულწილად მოდარაჯეების ფუნქციას ასრულებენ, ხელისუფლების შეცდომებზე არიან ჩასაფრებულნი. ოპოზიცია იმიტომ არსებობს, რომ შეცდომები დააფიქსიროს და თავისი ხედვა აჩვენოს. მაგრამ აქ არის ერთი მთავარი საკითხი - ეს არის ეროვნული უსაფრთხოების თემა, ანუ სახელწიფო ინტერესები. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე წინ უნდა დავაყენოთ სახელმწიფო ინტერესები. სხვათა შორის ორივე მხარეს, როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხარესაც შეიძლება დავინახოთ გარკვეული შეცდომები.
შეცდომებში რას გულისხმობთ?
- იმისათვის, რომ ბოლო მოეღოს პოლიტიკურ სპეკულირებას, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობია ითქვას სიმართლე. მაქსიმალურად აღიაროს ის შეცდომები, თუ იყო დაშვებული და თუნდაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რასაც ეს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდრე ვერსიები, ჭორები და დაძაბული სიტუაცია. ვხვდებით, რომ მართლაც იძაბება სიტუაცია პანკისის ხეობაში.
რაც შეეხება პოლიტიკურ ოპოზიციას, ბუნებრივია, რომ მათ თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გააჩნიათ, რასაც სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აყენებენ. რამდენად შეძლებს ერთი ან მეორე მხარე სიტუაციის განმუხტვას, ამაზეა დამoკიდებული როგორ განვითარდება პროცესები ხეობაში.
რაც შეეხება სპეცოპერაციას, ორი თვე გავიდა, მაგრამ ამ დრომდე უცნობია, როგორ აღმოჩნდა ჩატაევის ხელში იარაღის არსენალი, მხოლოდ დაკავებულების იმედად იყო ჩატაევი. როგორ ფიქრობთ, იკვეთება აქ სხვა მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობა? ფაქტია, ისიც, რომ საზღვრის მწვანე ზოლის გადმოკვეთა ხშირ შემთხვევაში კორუფციის წყარო ხდება. იკვეთება თუ არა კორუფციული ინტერესები მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან - ეს საკითხი უნდა გახდეს გამოძიების თემა. არსებობს ეს ინფორმაცია, რომ ამ საქმეში ჩართული იყო მაღალი თანამდებობის პირი...
- შეუარაღებელი თვალითაც ჩანს პრობლემა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ე.წ. მწვანე ზოლზე ხდება აპელირება. ასე იყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეშიც, როდესაც მისი გადაყვანა მოხდა ე.წ. მწვანე ზოლიდან, რომელიც გამოდის, რომ უკონტროლოა. იგივე არგუმენტები სახელდება ჩატაევის შემოსვლის მოტივად. პრობლემა სახეზეა, სასაზღვრო უწყება და შესაბამისი სამსახურები ვერ აკონტროლებენ სახელმწიფო საზღვარს, ადამიანები და მით უმეტეს ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც ახმედ ჩატაევი იყო, ასე თავისუფლად დასეირნობდა.
თუ აქ იყო სახელისუფლებო, ან რომელიმე შესაბამისი თანამდებობის პირის ჩართულობა, რომელმაც კორუფციული მოტივით ხელმძღვანელობდა და ამიტომ შეუწყო ხელი ჩატაევის შემოსვლას, ეს უკვე სხვა თემა არის. რა თქმა უნდა, ამ კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.
მაგრამ არის მეორე თემა - ეს ხომ არ იყო სახელისუფლებო, ან რომელი სხვა ქვეყნის კონკრეტული გეგმის ნაწილი. ანუ, ვერსიები საკმაოდ ბევრია, დაწყებული პირადი კორუფციული ინტერესებით და დასრულებული სახელმწიფოს მიერ წარმოებული. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ გამოძიების მოლოდიში. თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოლახვა სულ მცირე ორ წერტილში - აზერბაიჯანსა და თურქეთის მიმართულებით შესაძლებელია ისე, რომ ჩვენმა შესაბამისმა უწყებება ვერ გააკონტროლონ ვინ გადის, ვინ შემოდის და რა შემოაქვს. ეს ჩავარდნა და პრობლემა სახეზეა.
დავუბრუნდეთ ხეობაში მიმდინარე პროცესებს. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლების ყურადღება არ იქნა კონცენტრირებული პანკისის ხეობის მიმართულებით, თუ გავითვალისწინებთ ხეობის ადგილმდებარეობას - რუსეთის და ჩეჩნეთის ინტერესებს, შესაძლებელია პანკისი გახდეს უმართავი წერტილი საქართველოს ხელისუფლებისთვის? მით უფრო ვხედვათ რა პროცესები მიდის და როგორც ცდილობს გარკვეული ძალა ხელოვნურად ვითარების გამწვავებას?
- ბუნებრივია, ეს პროცესი რაც უფრო გაიწელება დროში, მით უფრო ცუდია ქვეყნისთვის და ცუდ შედეგებსაც მოიტანს. ყველაზე კარგი გამოსავალი არის ხეობის მაცხოვრებლებს გააცნონ იყო თუ არა შეცდომები დაშვებული, ან თუნდაც შემდეგ გამოძიების პროცესში, ამაზე უნდა იყოს ღია საუბარი. რა თქმა უნდა, აქ საუბარი არ არის საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებაზე.
რაც შეეხება რუსულ და ჩეჩნურ ინტერესებს, ეს ინტერესი იყო, არის და იქნება. ყოველთვის ექნებათ მცდელობა იმისა, რომ თავისი გავლენა გაავრცელონ ამ ტერიტორაზე. ახლა ჩვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული რამდენად შეძლებს ამ ინტერესების ჯერ გაშიფვრას და შემდეგ გაანალიზებას. ბუნებრივია, ჩვენ კულტურულ და მეგობრულ ურთიერთობებზე უარი არ უნდა ვთქვათ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური, ან რელიგიური ფაქტორების შემოტანის ხარჯზე, რომ შემდეგ ამით შეძლონ ზეწოლის მოხდენა საქართველოს ხელისუფლებაზე.
ესეც, რა თქმა უნდა, ჩვენი სპეცსამსახურების და ხელისუფლების თავის ტკივილია, სერიოზული პრობლემა არის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად აკონტროლებს ჩრდილოეთ კავკასიას და თან რეალურად მისი ინტერესების გამტარებელია ჩეჩნეთის ხელისუფლება, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ რუსეთის ხელისუფლება გამოიყენებს ჩეჩნეთის ამ ინტერესს, ადგილობროვ უხუცესებს, რომ მათთვის ხელსაყრელი მიმართულებით წაიყვანონ საქართველოში და ამ კონკრეტულ რეგიონში სიტუაცია. ბუნებრივია, რუსეთის ინტერესებშია გარკვეული დაძაბულობა, მართვადი ქაოსი და სამწუხაროდ შედეგი გვაქვს.