თავბრუდამხვევი ქორწილი

თავბრუდამხვევი ქორწილი

ნიუიორკელებმა, სარა პეტიმ  და რობერტ შერცერმა, ერთმანეთი ნახევარი წლის წინ გაიცნეს, ბროდვეის მიუზიკლზე ერთობლივი მუშაობის დროს.

მათი ქორწილი კი "ყველაზე  თავბრუდამხვევი გამოდგა" - წყვილის ჯვრისწერა ჩქაროსნულ ატრაქციონზე, ე.წ. "ამერიკულ მთებზე" გაიმართა!

დილის რვის ნახევარზე, როცა პარკში ჯერ არავინ იმყოფებოდა, ნეფე-პატარძალმა სტუმრების ყველაზე უფრო გაბედულ ნაწილთან ერთად რონოდებში "საპატიო ადგილები" დაიკავეს.

სასეირო ცერემონიას პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი რადიოშოუს ცნობილი წამყვანი კენტ ფილიპსი უძღვებოდა, რომელმაც ჯვრისწერა თავადვე "დაარეგისტრირა".

ახალდაქორწინებულ წყვილს კი რადიოსგან საჩუქრები ერგო - საქორწინო ოქროს ბეჭდები, სამოსი ნეფე-დედოფლისთვის, დიდი ტორტი და საგზური ჰავაის კუნძულებზე თაფლობის თვის გასატარებლად.