ჟურნალმა "Time" ცნობილი ადამიანების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 1926 წლიდან დღემდე მსოფლიო მოდის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონიეს.
"მოდელები"-ს კატეგორიაში ყველაზე გამორჩეულები სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა და ქეით მოსი აღმოჩნდნენ.
"მუზები"-ს კატეგორიაში მოხვდნენ: The Beatles, ლეიდი გაგა, აშშ-ის პირველი ლედი, მიშელ ობამა, ოდრი ჰეპბერნი, მადონა, მაიკლ ჯექსონი, დევიდ ბოუი, პრინცესა დიანა, ენდი უორჰოლი და ა.შ.