პაფ დადის “რეკორდი”

პაფ დადის “რეკორდი”

 გაგიგონიათ ალბათ რეპერ პაფ დადის სახელი. ის გარკვეულ წრეებში მართლაც რომ ორიგინალური რეპუტაციით სარგებლობს.

 

 თავდაპირველად იოგათი და სხვა მედიტაციებით იყო გატაცებული. შემდეგ ტვინში რაღაცა გადაუბრუნდა და სექსის მეცნიერებით დაინტერესდა. მასწავლებლადაც ამ სფეროში უდიდესი გამოცდილების მქონე, მომღერალი სტინგი შეარჩია.

 

ახლადგამოჩეკილმა დამრიგებელმა შეგირდ პაფის ე.წ. “ტანტრიული” სექსი შეასწავლა, რომელიც თურმე რამდენიმე საათის განმავლობაში სიყვარულით ტკბობის ხელოვნების ნაირსახეობას წარმოადგენს.

 

რამდენიმე თვიანი განუწყვეტელი ვარჯიშების შემდეგ, გატანტრიებულმა დადიმ სრულყოფილებას მიაღწია და ამჟამად სექსით ზედიზედ ოცდაათი საათის განმავლობაში შეუძლია რომ ისიამტკბილოს.