ჩარლი ჩაპლინი აუქციონზე

ჩარლი ჩაპლინი აუქციონზე

რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა მედიამ ერთი საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ცნობილი ინგლისელი კომიკოსი ჩარლი ჩაპლინის შემოქმედება კარგადაა შესწავლილი.  მისი თითოეული ფილმი და როლი კინოს მოყვარულებისათვის უცნობი არ არის. ამის მიუხედავად ლონდონში დიდი მსახიობის  უცნობი სურათი გამოჩნდა.

 

ვინმე მორეის პარკმა თავის დროზე, სულ რაღაც რამდენიმე ფუნტ სტერლინგად ჩაპლინის დღემდე უცნობი ნამუშევარი შეიძინა.

 

ამ ფილმის სახელწოდებაა “Zepped” და მისი ხანგრძლიობა შვიდი წუთია. სურათში მოქმედება პირველი მსოფლიო ომის დღეებში მიმდინარეობს. ჩარლის გმირი სამხედროა და ლონდონის ცაზე გამოჩენილი გერმანული ცეპელინის ჩამოგდებას ცდილობს.

 

კომიკოსის ეს ქმნილება 29 ივნისს, ლონდონის “Bonham7s”-ის აუქციონზე იქნება გამოტანილი. მის გაყიდვას ამ ღონისძიების ორგანიზატორები ექვსნიშნა თანხაში გეგმავენ.