მაიკლ ჯექსონი საუკეთესოა

მაიკლ ჯექსონი საუკეთესოა

გუშინ ამერიკულმა ჟურნალმა “New Musical Express”-მა ერთი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. ამ გამომცემლობის მკითხველებს მსოფლიო პოპულარული მუსიკის ისტორიაში საუკეთესო ვოკალისტის ვინაობა უნდა გამოერკვიათ.

 

ორ მილიონზე მეტი ამერიკელი მელომანის ვერდიქტით, დიდი უპირატესობით ცნობილმა მომღერალმა მაიკლ ჯექსონმა იმარჯვა.

 

მეორე საფეხურზე ჯგუფი “Queen”-ის ლეგენდარული ვოკალისტი ფრედი მერკური გავიდა.

 

მესამე ადგილი განუმეორებელ ელვის პრესლის ერგო.

 

საინტერესოა, რომ პირველ ათეულში მხოლოდ ერთი ქალი მომღერლისათვის მოიძებნა ადგილი. ეს პატივი არეტა ფრანკლინმა დაიმსახურა.

 

ჟურნალი “New Musical Express”-ის ვერსიით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ვოკალისტთა პირველი ოცეული შემდეგნაირად გამოიყურება.

 

1.         მაიკლ ჯექსონი

 

2.         ფრედი მერკური

 

3.         ელვის პრესლი

 

4.         ექსლ როუზი

 

5.         ჯონ ლენონი

 

6.         დევიდ ბოუი

 

7.         რობერტ პლანტი

 

8.         პოლ მაკარტნი

 

9.         სტივ ვონდერი

 

10.       არეტა ფრანკლინი

 

11.       მეტიუ ბელამი

 

12.       რეი ჩარლზი

 

13.       ჯიმ მორისონი

 

14.       ბობ მარლი

 

15.       ელტონ ჯონი

 

16.       კურტ კობეინი

 

17.       სტივენ ტაილერი

 

18.       მიკ ჯაგერი

 

19.       მარვინ გეი

 

20.       ტინა ტერნერი