პაპუანური პინგვინი სიდიდით მესამეა საიმპერატორო და სამეფო პინგვინების შემდეგ, სამაგიეროდ, წყალქვეშ თანამოძმეებზე სწრაფია - საათში 36 კმ-ს მიცურავს.
ამასთან, ყველაზე ღრმად - 200 მ სიღრმემდე ყვინთავს.
პაპუანური პინგვინი რომანტიკოსიც ბრძანდება - გულის სწორს "თაიგულად" ლამაზ კენჭებს უძღვნის, რა ქნას, ანტარქტიდის მახლობლად სხვა არაფერი მოიპოვება...
მეტიც, სამსახიობო ნიჭიც აღმოაჩნდა - ექვსმა პაპუანურმა პინგვინმა თავის დროზე ამერიკულ კომედიაში "მისტერ პოპერის პინგვინები" ტოლი არ დაუდო ცნობილ კომიკოს ჯიმ ქერის.