"ციდან ჩამოფრენილი"

ჩიკაგოელი ჯეინ ჰოში და მისი მეუღლე ფლორიდაში ისვენებდნენ. ნავით სეირნობისას მოულოდნელად ჯეინს 135 კგ-იანი მფრინავი სკატი თავზე დაეცა და ქვეშ მოიყოლა.

ცოლის გასათავისუფლებლად ქმარს გვარიანი ჯაფა დაადგა, თუმცა "მძიმე სტუმრის" ზღვაში დასაბრუნებლად ფლორიდელი ბუნების დამცველების გამოძახება მოუხდა.

ინციდენტი ორივე მხარისთვის ტრავმის გარეშე დასრულდა -  ბუნების დამცველთა განმარტებით, სკატი აგრესიულად არ იქცეოდა და სამართალდამცავებს დაჭერის საშუალება იოლად მისცა.