“Linkin Park”-ის ახალი ალბომი

“Linkin Park”-ის ახალი ალბომი

ცნობილი ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფი “Linkin Park”-ის წევრები საკუთარ სტუდიაში განმარტოვდნენ და ახალ მუსიკალურ ალბომზე მუშაობა დაიწყეს. ეს ინფორმაცია ჯგუფის პროდიუსერმა რიკ რუბინმა გაავრცელა.

 

ბატონი რიკის ინფორმაციით, ახალი სტუდიური ჩანაწერის სახელწოდება მუსიკოსებს ჯერ შერჩეული არა აქვთ. ნამუშევარი დღის სინათლეს მიმდინარე წლის ოქტომბერში იხილავს.

 

ჯგუფი “Linkin Park”-ის უკანასკნელი ალბომი “A Thousand Suns” გაყიდვაში 2010 წლის სექტემბერში გამოვიდა.

 

ამერიკული ალტერნატიული ჯგუფი “Linkin Park” 1996 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ ლოს-ანჯელესში . მისი თავდაპირველი დასახელება “Xero” გახლდათ. ამჟამინდელი სახელით 1999 წლიდან მოინათლა.

 

ჯგუფის შემადგენლობა შემდეგია: ჩესტერ ბენინგტონი, მაიკ შინოდა, ჯო ჰანი, ბრედ დელსონი, რობ ბურდინი და დევიდ ფარელი.

 

“Linkin Park” პოპულარული პირველივე ალბომის გამოშვების შემდეგ გახდა. “Hybrid Theory” 2000 წელს ჩაიწერა და 25 მილიონი ცალი გაიყიდა.

 

“Linkin Park” “გრემის” ნომინაციების ორგზის გამარჯვებულია. ჯგუფს დღემდე ოთხი მუსიკალური ალბომი აქვს გამოშვებული.