2500–ზე მეტი სამხედრო მოსამსახურისა და ასობით ერთეული საბრძოლო ტექნიკის მონაწილეობით, რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიაში მასშტაბური საბრძოლო წვრთნები დაიწყო, რომელშიც ასევე ჩართულია რუსეთის ფედერაციის 58–ე არმია. სამხედრო წვრთნებს უკვე მოჰყვა რეაქცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისგან.
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს საერთაშორისო ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს და მზად ყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში მოკავშირე ქვყენების უსაფრთხოება უზრუნველყოს. NATO -ს გენერალურმა მდივანმა ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება, რომ NATO ყურადრებით იქნება და უზრუნველვყოფს ესტონეთის, ასევე წევრი ქვეყნების და მოკავშირეების უსაფრთხოებას. სტოლტენბერგი რუსეთს ვენის დოკუმენტის დაცვისკენ მოუწოდებს.
„აუცილებელია წვრთნებზე მონიტორინგის განხორციელებისთვის პირობების შექმნა. ვენის დოკუმენტი წვრთნების ტრანსპარენტულობას და პროგნოზირებადობას უწყობს ხელს. მისი დაცვა აუცილებელია“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ცივი ომის შემდეგ, NATO აქტიურად მუშაობდა რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დასამყარებლად, თუმცა, მისი თქმით, რუსეთის აგრესიული ქმედებები ევროპაში სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. როგორც ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, ყირიმის ანექსია, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთი ქვეყნის მიერ მეორის ტერიტორიის ძალისმიერი მითვისების პირველი შემთხვევაა.
თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, იური რატას განცხადებით, ესტონეთი ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად არის. „გამოვთქვამთ შეშფოთებას დაგეგმილი წვრთნების გამო. ყურადღებით დავაკვირდებით სამხედრო წვრთნებს და მზად ვართ ნებისმიერი სიტუაციისთვის“, - განაცხადა იური რატამ.
ვენის დოკუმენტის თანახმად, თუ ეუთო-ს წევრ სახელმწიფოს სამხედრო წვრთნებზე 13 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე გამოჰყავს, ვალდებულია ორგანიზაციის წევრები გააფრთხილოს, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს და დაუშვას მონიტორები. ექსპერტი სოსო ცინცაძე დარწმუნებულია, რომ რუსეთი არ შეასრულებს ვენის დოკუმეტს. მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნატოს არ შეუძლია პრაქტიკულად არაფერი, გარდა განცხადებებისა.
„რეალობას შევხედოთ თვალებში. რამდენი თვე გავიდა უკვე პენსის განცხადებებიდან - თქვენ გვერდით ვართ, ნუ გეშინიათ, ერთად ვართო, მაგრამ რა შეიცვალა ამის მერე? საქართველო-ამერიკას შორის რაიმე ხელშეკრულება გაფორმდა, თუ რაღაც პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგა? არა. ამიტომ, ის რაც ახლა ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება, მასშტაბური საბრძოლო წვრთნები, ეს არის ორივე მხრიდან კუნთების თამაში.
ეს წვრთნები არის გზავნილები. ჩვენ გვგონია, რომ ეს გზავნილები არის მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ სულაც არა, რადგან ახლა ძალზედ მწვავედ დგას იგივე ჩრდილოეთ კორეის საკითხი. ამ კვირას ამერიკა ახალი რეზოლუციის პროექტს წარადგენს. ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არა, ეს უკვე სხვა საკითხია, ვინაიდან უკვე ყველა გათვლებით კიმ ჩენ ინი დაუკრეფავში გადავიდა, გადალახა ყველა ზღვარი. ყველასათვის მოულოდნელად ქვეყანა იქცა ბირთვულ სახელმწიფოდ“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ NATO უფრო აქტიური და ქმედითი ხდება აგრესიული ქმედებების შეკავების კუთხით. მისი თქმით, მსგავსი წვრთნები ადრეც იმართებოდა, მაგრამ არ ატარებდა აგრესიულ ხასიათს, როგორც ამ შემთხვევაში. შესაბამისად, NATO-მ შეცვალა თავისი სამხედრო სტრატეგია.
„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განლაგებულნი უკვე არიან სამეთაურო პუნქტები და NATO-ს მრავალერონული ძალების ბატალიონები. რუმინეთში ბრიგადაც კი, არის განლაგებული და ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ინფრასტუქტურისა, რომელიც გამოიყენება რუსეთის აგრესიის შემთხევაში, თუ ამისი საჭიროება იქნება. ეს ვალდებულება დაამტკიცეს ნატოს მაღალჩინოსნებმა, მათ შორის გენერალურმა მდივანდა, რომ საჭროების შემთხვევაში NATO მზად არის. ეს მზადყოფნა გამოიხატება არა სიტყვიერი განცხადებებით, არამედ შესაბამისი წრთვნებით“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.
რაც შეეხება პარტნიორ ქვეყნებს, ამ შემთხვევაში საქართველოს და მსგავს ქვეყნებს, რომლებიც არ არიან წევრები, მაგრამ არიან პერსპექტიული წევრები, მაგრამ მათ არ ფარავს კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლი, ამასთან დაკავშირებით, როგორც მუჩაიძე ამბობს, უნდა გადავხედოთ წრთვნების მასშტაბების დინამიკას, სცენარის ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში NATO-სთან ერთად ხორციელდება.
„უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი ხდება. არა მხოლოდ კონტიგენტი, მათ შორის ბრიტანელი, ამერიკელი, თურქი და სხვა ნატოელი მოკავშირების ჩართულობა და ასევე იცვლება სცენარი. ანუ ძალიან კონკრეტული, ჩვენ საფრთხეებთან შესაბამისი სცენარი იყო როგორც შარშან, ასევე წელსაც, შესაძლო თავდასხმის პირობებში, თუ როგორ უნდა მოხდეს ურთიერთქმედება NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შორის, რომ განხორციელდეს საქართველოს დაცვა პოტენციური აგრესიისაგან.
NATO-ს სამხედრო ძალების ამერიკელი ხელმძღვანელის გენერლის მიერ ითქვა, რომ ეს წრთვნები, არა მხოლოდსცენარზე მიმართული ქმედებების გამოცდაა ურთიერთქმედების ამაღლებისთვის, არამედ ურთიერთქმედების ამაღლებისთვის. იმისთვისაც, რომ საჭიროების შემთხვევაში, შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთ სანაპიროსკენ დაიხვეწოს NATO-ს სამხედრო ტექნიკის და შიარაღების რაც შეიძლება სწრაფი გადმოსროლა საქართველოს მომართულებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძემ.